სამართალი
საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი - გიორგი ჯ, გიორგი ქ, ზვიად ბ, გიორგი ჯ. გიორგი ყ. გიორგი ნ, ზაზა მ, დავით მ, ვასილ ძ. და შალვა ძ. დააკავეს, ხოლო ლაშა ბ-ს ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე საკონტაქტო სადენები მოჭრეს და სარეალიზაციოდ ამზადებდნენ. კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 52 000 ლარი შეადგინა. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.