პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტისას შეხვედრა ყირგიზ კოლეგასთან გამართა. გიორგი მარგველაშვილი და ალმაზბეკ ატამბაევი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ

polit-1საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და, შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთახმების გაფორმება საქართველოს მეგობარ ქვეყნებსაც ახალ შესაძლებლობებს უხსნის ევროპის ბაზარზე გასვლის თვალსაზრისით.

ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრისას ყირგიზი კოლეგა საქართველოში მოიწვია. ალმაზბეკ ატამბაევმა სიამოვნებით მიიღო გიორგი მარგველაშვილის მიწვევა და აღნიშნა, რომ აუცილებლად ესტუმრება საქართველოს.