პოლიტიკა
ლავროვი: „საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ახალი გამყოფი ხაზების გაჩენა“
polit-3საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ახალი გამყოფი ხაზების გაჩენა, - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ახალი გაყოფი ხაზები შესაძლოა გლობალიზაციის პირობებში დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის წყალგამყოფ ხაზებად იქცეს. სერგეი ლავროვმა გამოსვლისას საქართველოც ახსენა. გამოსვლის მთავარი თემა კი უკრაინა და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა გახდა. ლავროვის თქმით, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას დაუჭირეს მხარი და სწორედ ეს გახდა ყირიმში განვითარებული მოვლენების მიზეზი.