პოლიტიკა
პუტინი: კასპიის ზღვის აკვატორიის დიდი ნაწილი „ხუთიანის“ საერთო სარგებლობაში რჩება. კასპიის ზღვაზე ყოფნის უფლება მხოლოდ სანაპირო ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს აქვთ. ასეთი რეჟიმი აქ ისტორიულად ჩამოყალიბდა და მის შეცვლას არ ვაპირებთ“

Lider-pol-1-an-2საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. 2014 წლის 29 სექტემბერს, ასტრახანში ჩატარდა კასპიის მეოთხე სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იმ ხუთი სახელმწიფოს მეთაურებმა, რომლებსაც კასპიის ზღვაზე გასასვლელი აქვთ: რუსეთმა, აზერბაიჯანმა, ირანმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა. მხარეებმა 19 პუნქტისგან შემდგარი პოლიტიკური განცხადება მიიღეს, სადაც მითითებულია, რომ საქმიანობა კასპიის ზღვაზე განხორციელდება შეთანხმებული პრინციპებით, მათ შორის, „სანაპირო საზღვაო სივრცეზე, 15 საზღვაო მილის ფარგლებში, თითოეული მხარის ნაციონალური სუვერენიტეტისა და  წყლის ბიოლოგიური რესურსების მოპოვებაზე განსაკუთრებული უფლებებისა მის მიმდებარე 10 მილის მანძილზე, რომლის შემდეგაც საერთო წყლის სივრცე მოდის, იმის გაგებით, რომ მეთოდიკების გამოყენება საწყისი ხაზების დადგენისას მხარეთა შემდგომი კონსულტაციის საგანი იქნება“. განცხადებაში ჩართულია სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი უძირითადესი დებულება: კასპიის ზღვაზე ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ სანაპირო ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს. „ეს რეჟიმი აქ ისტორიულად ჩამოყალიბდა და ჩვენ მის შეცვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

„მოლაპარაკებების შედეგებით მოხერხდა წყლის სივრცის, ფსკერისა და წიაღის გამიჯვნის, გემების მიმოსვლისა და მეთევზეობის რეჟიმის მკაფიო ფორმულირებების მოხდენა. ერთობ მნიშვნელოვანია დებულება იმის შესახებ, რომ კასპიის აკვატორიის დიდი ნაწილი მხარეთა საერთო სარგებლობაში დარჩება, რის წყალობითაც გამოირიცხება გაუგებრობები ანდა დაძაბულობა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, რომლებიც უწინ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო კასპიის წყლების რეჟიმის განსხვავებული განმარტების შედეგად“, - აღნიშნა რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.