აქტუალური
კახეთში რთველის შედეგად უკვე 104 ათასი ტონა ყურძენი არის რეალიზებული - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე
Kurdzeni-aqtual-1საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურის განმარტებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ რთველი წარმატებულად მიმდინარეობს და უკვე რეალიზებულია დაახლოებით 148 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი. „ეს არის ნამდვილად სასიამოვნო ინფორმაცია და მინდა, მოსახლეობას ვაცნობო ამის თაობაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.