აქტუალური
“ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გართულებები მოსალოდნელი არ არის” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე

Stikia-aqtual-2საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს.

„ჩემი დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, მობილიზებულია ყველა სამინისტროს თანამშრომელი, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მინისტრები და მათი მოადგილეები, სახელმწფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ანტიკრიზისული ღონისძიებების გასატარებლად ადგილზე მობილიზებულია 774 ერთეული მძიმე ტექნიკა, 22 ერთეული წყლის საქაჩი ტუმბო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2000-მდე თანამშრომელი და სასწრაფო დახმარების 94 ეკიპაჟი, რათა თითოეულ გამოძახებაზე მოხდეს მაქსიმალურად დროული და ეფექტიანი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.