პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: “პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ საფუძველსა და განსხვავებული მოსაზრებების გამო შუღლი ყოვლად მიუღებელია“

Vrazhda-polit-1საქინფორმი, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. მინდა გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ინციდენტს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დემოკრატიული ქვეყნისა და საზოგადოების პრინციპებს. პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ საფუძველზე, ასევე განსხვავებული მოსაზრებების გამო შუღლი ყოვლად მიუღებელია. ამ სისტემას ვამსხვრევდით წლების განმავლობაში და მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა ხდებოდეს, მით უფრო, დაუშვებელია ახალგაზრდების ჩაბმა პოლიტიკურ დაპირისპირებაში.

იმედი მაქვს, აღნიშნულ ფაქტს სწრაფად მოყვება სათანადო რეაგირება და სამართალდამცავი სტრუქტურები სამართლიანად გამოიძიებს მომხდარს.