პოლიტიკა
ეკონომიკურ საბჭოზე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის– „აწარმოე საქართველოში“ მიმდინარეობის შესახებ
polit-3საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, დღეისთვის უკვე დამტკიცებულია  სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების მქონე  25 პროექტი, რაც ნიშნავს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას. სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დღეიდან  ნებისმიერ ბიზნესმენს, ვისაც  წარმოების გაფართოება სურს, შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში  და მიიღოს შეღავათიანი სესხი. „პროგრამით დაინტერესება იმდენად დიდი იყო მეწარმეებში, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებულ მეწარმეებსაც შეძლებოდათ  წარმოების გაფართოება–გამსხვილება. ამ მიზნით მათ შეუძლიათ, მიმართონ ბანკებს და ისარგებლონ შეღავათიანი სესხით და მთავრობის თანადაფინანსების პროცენტით,“–განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.