საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა სავარაუდოდ 2 წლით გადაიწევს და ნაცვლად 2015 წლისა, 2017 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში
საქართველო, 3 ოქტომბერი,
საქინფორმი. ამგვარი რეკომენდაციით
ეკონომიკურმა საბჭომ მთავრობას მიმართა. საბჭოს სხდომა პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა,
რომელზეც საქართველოში ავტომობილების პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.