აქტუალური
გიგა ბოკერია: „რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ ძალიან საგანგაშოა, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შორდება იმას, რასაც ჰქვია გზა ევროპისკენ"

aqtual-3-Gსაქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გამოეხმაურა.

"ეს არის დოკუმენტი, სადაც ყველა ის პრობლემა, რაც ქართული დემოკრატიის წინაშე, ახალი ხელისუფლების და მილიარდერი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ დგას, მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით სასამართლო სისტემის გამოყენება, დაუსჯელი ძალადობა, მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღება და ასე შემდეგ - დოკუმენტში ყველა ამ პრობლემაზეა საუბარი. დოკუმენტი ძალიან მწვავეა და ხელისუფლებამ კონცენტაცია უნდა მოახდინოკურსის შეცვლაზე და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაზე“ , - აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია კენჭისყრის შედეგით: 103 – მომხრე, 27 – წინააღმდეგი დაამტკიცა. დოკუმენტში დარჩა ჩანაწერი, რომელიც ყოფელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.