პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „შსს-ს წარმომადგენლებს შევხვდები და ჩამოვაყალიბებთ ხედვას, მოვაწერთ თუ არა ხელს ფასულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტს“

Shalva-polit-1საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პარლამეტის წევრებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რომელსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში განიხილავს, სასაუბროდ შეხვდა.

მე მოვისმინე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა არგუმენტები, რომლებიც ამ თემის ექსპერტები არიან, მაგრამ აუცილებელია მოვისმინო შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაც. სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დამდეგს უკვე შსს-ს წარმომადგენლებს შევხვდები. ჩვენ მათ მოვიწვევთ შეხვედრაზე და მოვისმენთ მათ მოსაზრებას. ვნახავთ არსებულ კანონმდებლობასაც და მხოლოდ შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ხედვას იმასთან დაკავშირებით, მოვაწერთ თუ არა ხელს ან დავადებთ თუ არა ვეტოს აღნიშნულ კანონპროექტს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.