აქტუალური
“ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, თუმცა მას შესაბამისი უწყებების მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა” - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში დევნის ოპერაციისას გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს

Ika-aqtual-2საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან მომხდარის კომენტირებისას განაცხადა, მინდა, მივუსამძიმრო იმ ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარალდა. მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ. ეს პოლიციელი დაკავებულია და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტება გააკეთა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალ კანონზე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება კარგად გააანალიზებს ახალი სავიზო პოლიტიკის შესაძლო ხარვეზებს და საჭიროების შემთხვევაში მათ გაასწორებს.