პოლიტიკა
საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი ესტუმრა. ლიტველ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს

Olekas-polit-2საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას  გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ლიტვის თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან. ლიტვის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ეწვევა. იუზას ოლეკასი გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება.