აქტუალური
დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში გრძელდება - სპორტსმენები ისევ ლუკა კურტანიძის გადადგომას მოითხოვენ

Borba-aqtual-1საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირება გრძელდება. გუშინ ფალავანთა კლუბში ეროვნული ნაკრების ახლად დანიშნული მწვრთნელი ნუგზარ სხირელი მივიდა, თუმცა არცერთი მოჭიდავე ვარჯიშზე არ შევიდა. სპორტსმენები ისევ ლუკა კურტანიძის გადადგომას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ისინი აპირებენ შეხვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს და საკუთარი მოთხოვნები გააცნონ.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში დაგეგმილია ევროპის თასი, სადაც საქართველოს ნაკრებმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, რა შემადგენლობით გამოვა საქართველოს ნაკრები შეჯიბრზე, ჯერჯერობით უცნობია.