პოლიტიკა
საქინფორმი ეკითხება პრემიერ ღარიბაშვილს: რატომ წარმოადგენს საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებებზე სააკაშვილის მარიონეტი სანაკოევი და მთავრობის ბუტაფორიული მეთაური ყოლბაია?!

1Vopros-pol-3-anსაქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს ჟენევაში გაგრძელდა კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი, 29-ე რაუნდი, რომელიც დაიწყო გუშინ, 7 ოქტომბერს და რომელშიც გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს, აშშ-ის, საქართველოს, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს:
ბატონო ირაკლი!
რატომაა, რომ აი უკვე 29-ედ, ჩვენი სახალხო სახელმწიფო საბიუჯეტო ფულით ვაგზავნით ჟენევაში იმ ადამიანებისგან შემდგარ დელეგაციას, რომლებიც არ უყვართ საქართველოში, სძულთ სოხუმში და ცხინვალში, და არ იცნობენ მოსკოვში - მაგალითად, დიმიტრი სანაკოევსა და ვახტანგ ყოლბაიას? ვის მოტყუებას ვცდილობთ მათი ფიქტიური თანამდებობებით?
საკუთარი თავის ხომ არა?! იქნებ ამიტომაც, აი უკვე 29-ედ, ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ მთავრდება?