პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ეკონომიკური პროექტების, კერძოთ, „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა

1Palata-polit-1-mtსაქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილი 100-მდე ბიზნესმენის წინაშე სიტყვით წარსდგა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტენდენციებსა და გამოწვევებზე, ასევე საქართველო-რუსეთ შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებსა და უელსში ნატო- სამიტის შედეგებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი დამსწრე საზოგადოებას ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სარა უილიამსონმა წარუდგინა და მადლობა გადაუხადა მას დიალოგში მონაწილეობისთვის.

სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი მარგველაშვილი წინა ხელისუფლების დროს დაწყებული კონკრეტული ეკონომიკური პროექტების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტსა და საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ცენტრის ფუნქციას დაუთმო. ღონისძიებას აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა, რომელიც, ამავდროულად,  საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის საპატიო პრეზიდენტიცაა.

1Palata-polit-1-qv