პოლიტიკა
პირველი სატელიტური ზარი საქართველოდან - “ეს იყო თავმდაბლობის, კეთილშობილად აღზრდისა და სულგრძელობის კლასიკური მაგალითი ბატონი ზვიადისა!”

1Pervii-polit-3საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. მე გავხდი ამ საოცარი, აწ უკვე ისტორიული, ფაქტის მოწმე. იმ დროს გახლდით რუსთაველის საზოგადოებაში, ბატონი აკაკი ბაქრაძის ოთახში. გაისმა ზარის ხმა, რეკავდა ბატონი ზვიადი... "ბატონო აკაკი, პირველად ამდენი ხნის მანძილზე საქართველო დამოუკიდებლად, შუამავლის გარეშე, უნდა დაელაპარაკოს ბაგრატოვანთა სამეფო სახლის მეთაურის - ირაკლი ბაგრატიონის მემკვიდრე უფროს ვაჟს - გიორგი (ხორხე) ბაგრატიონს. მე მსურს თქვენ დაელაპარაკოთ".

ბატონი აკაკი შეცბუნებული ამ მოულოდნელობით, პასუხობს:მადლობა ზვიად, ამ შემოთავაზებისთვის,მაგრამ თქვენ ბრძანდებით ქვეყნის პირველი პირი და უპრიანია თქვენ ესაუბროთ პირველმაო..." (მაშინ ბატონი ზვიადი ჯერ კიდევ არ იყო ქვეყნის პრეზიდენტი. იგი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ).