აქტუალური
გია ბურჯანაძე: „არაფრით არ შეიძლება ბუნებრივი აირი გადიოდეს პლასტმასის მილებში!”

1Milebi-aqtual-1საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. “ანტიკორუფციული კავშირის“თავმჯდომარე გია ბურჯანაძის განცხადებით, იმ პლასტმასის მილებმა, რომელიც “ყაზტრანსგაზმა“ დაამონტაჟა, თბილისი დიდი პრობლემის წინაშე დააყენა. მსოფლიოს არც ერთ ქვეყააში არ არის დანერგილი მსგავსი ტექნოლოგიებით ბუნებრივი აირის გაყვანა. კერძოდ, რომ რკინის მილები მოხსნა და იგი შეცვალო, მასთან შედარებით იაფფასიანი პლასტმასით. ეს უკანსკნელი ვერასოდეს შეცვლის რკინის კონსტრუქციის მილებს. წყლის გაყვანილობისას კიდევ გასაგებია ამ კონსტრუქციის გამოყენება, მაგრამ არაფრით არ შეიძლება ბუნებრივი აირი გადიოდეს მსგავს მილებში“, - განმარტავს გია ბურჯანაძე.

თავის მხრივ, ყაზტრანსგაზის პრეს სამსახურის უფროსი ეკა სარია განმარტავს, რომ ეს

„მეტალო-პლასტმასის მილებია და ნამდვილად არის განკუთვნილი ბუნებრივი აირისთვის. უბრალოდ, უკვე ორი წელია “ყასტრანსგაზი“ ამ მილებს ღია წესით არ ამონტაჟებს. ერთადერთ შემთხვევაში მილები გამოიყენება მხოლოდ სადარბაზოების შიგნით, ისიც ცემენტის იატაკში, ე.წ. “სტიაჟკაში“ და ზემოდან მათ აუცილებლად აქვთ ცემენტის საფარველი გადაკრული“.