აქტუალური
თბილისის მერია: „ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებულ მოხელეთა ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურებაზე მაღალი არ არის, ხოლო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე ორმაგია“

1Meria-aqtual-3საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ:

“საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი იმოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ანაზღაურება (სახელფასო ფონდი თუ დანამატი) არ შეცვლილა. ამასთან, სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც, ერთი მხრივ, გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ. თბილისის მერიამ უარი თქვა პრემიების გაცემის მანკიერ სისტემაზე და მას მოხელე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაბამისი სამუშაოს შესრულებისას მიიღებს”.