აქტუალური
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი არმაზ ახვლედიანი ბერლინში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან

1-VstreCax-aqtual-1საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე ევროპის სოციალისტური პარტიის გენერალურ მდივანს იოჰიმ პოსტს და ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ფრანც ტუნეს შეხვდება.

შეხვედრებზე ევროპის სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე, კერძოდ,  ევროპის სოციალისტურ პარტიაში  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გაერთიანებაზე  ისაუბრებენ.