აქტუალური
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით საგანმანათლებლო ცენტრში ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა

1Vcentre-aqtual-2საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ამიერიდან საომარ მოქმედებებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების წევრების ფსიქორეაბილიტაციაზე,  სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედროების ფსიქოლოგიური მდგომარეობის მართვასა და დახმარებაზე დეპარტამენტის ფსიქოლოგები და ფსიქიატრები იზრუნებენ.

დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ პრეზენტაცია დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ წარადგინა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის აუცილებლობასა და დეპარტამენტის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვაკო ავალიანი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.