პოლიტიკა
თბილისში ევროპული სტანდარტების და საერთაშორისო დონის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გაიხსნა – ახალი შენობა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად გახსნა

1Migr-pol-3-mtსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს არის ევროპული სტანდარტების და საერთაშორისო დონის ცენტრი, ამ დონის ცენტრები იშვიათობაა.ეს არის ჩვენი მთავრობის თანმიმდევრული მიგრაციული პოლიტიკის კონკრეტული შედეგი. ჩვენ დავიწყეთ სავიზო რეჟიმის მოწესრიგება, რომელიც იყო ქაოტური და აბსოლუტურად გაუგებარი. არალეგალ მიგრანტთა ცენტრი მოემსახურება 80 ადამიანს. აქ შექმნილია ყველა პირობა, რომ ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ დიდი სიკეთის მიღწევაში, რასაც ჰქვია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შენობა ორი სართულისგან შედგება და გათვლილია საქართველოში უკანონოდ მყოფ 80 პირზე. შენობაში განთავსებულია სასადილო, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, ეზოში მოწყობილია სპორტული და სათამაშო მოედნები. ცენტრში განთავსებულია ადაპტირებული ოთახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ხელმისაწვდომია სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

1Migr-pot-3-qv