პოლიტიკა
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „რუსული პოლიტიკა თავად იქმნის პრობლემებს, ამიტომ, დროა გაიგონ, რომ ეს მათთვისვეა ცუდი, რადგან კარგავენ ავტორიტეტს, კარგავენ ფულს, ამის გამო უწესდებათ სანქციები და ვერავინ ნახულობს სარგებელს“

1Rus-polit-2საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამის (GMPP) ფარგლებში იმყოფებიან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ის, პრობლემები, რომლებიც უკრაინას დაატყდა თავს, სწრაფად, ეფექტიანად და ადამიანური მსხვერპლის გარეშე გადაიჭრება. სამწუხაროდ, მსგავსი რამ ჩვენ უკვე გამოცდილი გვაქვს. ჩვენ ეს გავიარეთ 2008 წელს და მანამდეც... მავთულხლართები, რომლებსაც რუსეთის მხარე ავლებს ჩვენს შორის, ადამიანებს ცხოვრებას ურთულებს

ამ კვაზი -სახელმწიფოების შექმნით, ჩნდება უკონტროლო ტერიტორიები, რომლებზეც მილიონები იხარჯება, თუ არა მილიარდები. თანაც ეს თანხა პრაქტიკულად არ კონტროლდება და ნარკოტიკებისა და უკანონო იარაღის „ბუდე“ ხდება. მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანას არ სჭირდება დამატებით რამდენიმე ასეული კილომეტრი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას.