პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ბოლო 35 წელია, ჩვენს ქვეყანაში არ აშენებულა ასეთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური“ - სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა

1Anadola-polit-3საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. 87 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესი, რომელიც თურქული „ანადოლუ ჯგუფის“ ინვესტიციით აშენდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ თანერ ილდიზთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. „ფარავანჰესის“ საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება 410 მილიონი კილოვატ/საათით გაიზრდება.

„ბოლო 35 წელია, ჩვენს ქვეყანაში არ აშენებულა ასეთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური.  ჰესის  მშენებლობაში 200 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც მართლაც სოლიდური ინვესტიციაა. საქართველოს ენერგორესურსების მიმართ ინვესტორების ინტერესი სულ უფრო იზრდება და დარწმუნებული ვარ, ყოველი შემდგომი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სისტემას გააძლიერებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰესის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.