საზოგადოება
ცოტნე გამსახურდია: "გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობს. ამაში ბრალი ჩემს ბიოლოგიურ დედას, მანანა არჩვაძეს მიუძღვის"

1Cotne-sazog-1საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში დედასთან ურთიერთობის დეტალებს იხსენებს:

ზვიად, უფრო სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობს. განსაკუთრებული როლი ამაში სწორედ ჩემს ბიოლოგიურ დედას, მანანა არჩვაძეს ეკუთვნის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მან ყველაფერი გააკეთა საკუთარი შეუგნებლობით, უგნურებით, პატივმოყვარეობითა და სიჯიუტით ჩვენი ოჯახის გასანადგურებლად. პირადად მე ჯერ კიდევ პატიმრობის თითქმის დასაწყისშივე ავუკრძალე მას ჩემი სახელის ხსენება რიგ მიზეზთა გამო. მათ შორის, მან ცოცხალმკვდარი მოშიმშილე შეგნებულად ფსიქიურად დაავადებულად გამომაცხადა... 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც მოსკოვში იქაური სპეცსამსახურების დაკრულზე ცეკვაზე უარი ვთქვი, მას დახმარება ვთხოვე. საპასუხოდ - რამოდენიმე წლის ასაკის შვილიშვილების (ჩემი შვილების) წყევლა-კრულვა მივიღე... დაახლოებით 10 წლის ასაკიდან სიცრუის, ბოროტების, სისასტიკის და სიძულვილის გარდა თითქმის არაფერი მინახავს მისგან... სწორედ მისი დამსახურებაა ისიც, რომ ჩემი უმცროსი ძმა, გიორგი მღებრიშვილის ომონში აღმოჩნდა. 18 წლის ბიჭი, რომელიც მან სიყვარულის გულისთვის ქუჩაში გააგდო...

დღეს მანანა არჩვაძე უკვე მერამდენედ სასამართლოში მიჩივის, ყველანაირი ხერხით ცდილობს მამაჩემის დანატოვარი თუ ჩემს მიერ შეძენილი ქონების მითვისებას. გიორგი გამსახურდიას მან უკვე გადააფორმებინა საკუთარ სახელზე მისი წილი "კოლხურ კოშკში"... მის მიერ ოჯახისათვის სახელმწიფოსგან მიღებული სოლიდური თანხებიდან არცერთი თეთრი არ მიმიღია და არც მქონია ამის სურვილი! ჩემი მიზანი ამჟამად მხოლოდ ერთია: ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეს საზოგადოებას და ამ ადამიანის ქმედებები თუ სიტყვები არ ასოცირდებოდეს ჩვენს ოჯახთან. დიახ, გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს...", - წერს ცოტნე გამსახურდია.