საზოგადოება
გიორგი ჭულუხაძე: „ლევან გახელაძე და ხათუნა ბერძენიშვილი „სამართლის თაობის“ წევრები არიან, რომელშიც გაწევრებულია „თავისუფალი ზონის“ წევრიც. ბერძენიშვილი რამდენჯერმე თბილისის მერიასთან ,,თავისუფალი ზონის“ მიერ გამართულ აქციაზე შეამჩნიეს“

1CuluxaZe-sazog-2საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანი კანონი თავისუფლება“ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი სქემა წარმოადგინა, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს (CRRC) და ლევან თარხნიშვილს უკავშირდება.

მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში NDI საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევების სანდოობა ძალიან დაბალია და ეს პირდაპირ უკავშირდება CRRC-, როგორც შემსრულებელ ორგანიზაციას, შესაბამისად მის მიერ ჩატარებული სატელევიზიო არხების დამოუკიდებლობის მტკიცებაც არადამაჯერებელია“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჭულუხაძემ.

„გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონი ხათუნა ბერძენიშვილი (საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი. რედ), ბატონები ლევან გახელაძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარე. რედ.) და ლევან თარხნიშვილი დღეს გაცხადებულად წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ადასტურებს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობაზე საუბარი თავის დროზე იყო იმ სქემის ნაწილი, რომლითაც მოქმედებდა მთელი სისტემა“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სისტემატური ხასიათი მიიღო ე.წ. „არასამთავრობო ორგანიზაციების“ შექმნამ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების ზონდერ ჯგუფებით“ არიან დაკომპლექტებული.