საზოგადოება
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერ დავით ნარმანიას მიმართავს, დედაქალაქში საბავშვო ბაღების საკითხზე რეალური რეფორმა დაიწყოს

1Molodie-sazog-3საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი.  „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ჯაბა სირაბიძის განცხადებით, თბილისში, საგანგაშოდ მწირია მუნიციპალური ბაღების რაოდენობა, რის გამოც სოციალურად დაუცველი მშობლებიც იძულებულნი არიან, კერძო დაწესებულებს მიმართონ, სადაც მომსახურების ღირებულება მაღალია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თბილისში არსებული ვითარება გამოწვეულია წინა მუნიციპალური მთავრობის დროს, 2007 წელს ე.წ. „საბავშვო ბაღების ოპტიმიზაციით“, რის გამოც ამჟამად თბილისში სულ 159 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, ხოლო 46 ბაღი უკვე აღარ არსებობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მნიშვნელოვანია, პრობლემის გადასაჭრელად დედალაქის მერიამ გამოყოს შესაბამისი ფართები და რაც შეიძლება მალე დაიწყოს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, რათა სკოლამდელი ასაკის ბავშვები აღარ დარჩნენ ბაღებს მიღმა.
შეგახსენებთ, რომ სკოლამდელი განათლებისათვის თბილისის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების რაოდენობა წლების მიხედვით შეადგენდა:

2007 წელს - 33 461 000 ლარს
2008 წელს - 30 348 080 ლარს
2009 წელს - 32 514 024 ლარს
2010 წელს - 39 297 100 ლარს
2011 წელს - 27 425 300 ლარს
2012 წელს - 27 987 000 ლარს
2013 წელს - 49 500 000 ლარს
2014 წელს - 79 000 000 ლარს.