პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული დიასპორის ჩართულობას სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიასპორის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას

1Diaspor-pol-1-mtსაქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი დიასპორის როლზე გაამახვილა ყურადღება."ჩვენი მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რათა განავითარონ მეწარმეობა საკუთარ სამშობლოში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ყველა პირობა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი დიასპორული ინვესტიციის მოსაზიდად",- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც დიასპორული ჩართულობის საერთაშორისო ალიანსში გაწევრიანდა. 
პრემიერი მიიჩნევს, რომ ჰილარი კლინტონის მიერ დაარსებული ალიანსის წევრობა მნიშვნელოვნად გაზრდის აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ქართული დიასპორის ცნობადობას.
მთავრობის მეთაური მიესალმება ქართულ დიასპორებში ლობისტური ჯგუფების შექმნას და იმედოვნებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები თავიანთი დიდი პოტენციალით და საქმიანობით ხელს შეუწყობენ მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციას.
დიასპორის ეკონომიკურ ფორუმს, პრემიერ-მინისტრთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპკორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

1Diaspor-pol-1-qv