საზოგადოება
ივლიანე ხაინდრავა: „რუსეთი ერთი დიდი საფრთხეა საქართველოსთვის და ყველა ნაბიჯს, რომელიც მომდინარეობს ჩრდილოეთიდან, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“

1Ivliane-sazog-3საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთთან დამაკავშირებელი ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის შესაძლო მშენებლობაზე კომენტარს გააკეთა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავამ. ამ ეტაპზე იგი გამორიცხავს, რომ მოსკოვს ჰქონდეს გზის მშენებლობისას სამხედრო დაინტერესება. მიუხედავად ამისა, მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა სიფრთილე.

ამ ეტაპზე და ასეთ ვითარებაში, ამ გზას მე უფრო განვიხილავდი, როგორც რუსული რბილი ძალის მატარებელ ელემენტს და არა როგორც სამხედრო ძალის მატარებელ ელემენტს. იმიტომ, რომ რუსული სამხედრო ბაზები არის აფხაზეთში და ცხინვალში, ტანკებიც არის, რაკეტებიც არის, ერთი ბაზა კიდევ სამხრეთით აქვთ და ეს სავსებით საკმარისია აგრესიული მილიტარისტული განზრახვებისთვის. სიფრთხილე არის საჭირო და ბოლოს და ბოლოს გზა ვერ შედგება, თუ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი არ აშენდება,“-განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.