პუბლიკაციები
საქართველოს დღე-ღამეში 26 მლრდ ლიტრი სასმელი წყლის წარმოება შეუძლია

1Voda-aqtual-2საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო, რომელსაც დღე-ღამეში 26 მლრდ ლიტრი უნიკალური სასმელი წყლის წარმოება შეუძლია მსოფლიოში, უახლოეს ხანებში შესაძლოა უდიდესი ექსპორტიორი გახდეს, - მიაჩნიათ „სასმელი წყლის ინდუსტრიის“ კომპანიაში.
თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში „რია ნოვოსტი“ პარასკევს, 10 ოქტომბერს, გაიმართა პროექტის, სახელწოდებით „საქართველოს სასმელი წყლის ინდუსტრია“ პრეზენტაცია.

პროექტის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება სწრაფად დააყენებს ფეხზე საქართველოს ეკონომიკას.

თანხა, რომელიც აუცილებელია კონცეფცია-პროექტის განხორციელებისა და შემდგომი რეალიზაციისთვის, 2 მლრდ 100 მლნ დოლარს შეადგენს. მოლაპარაკებები ბევრ ინვესტორთან მიმდინარეობს და პროცესი ფინალურ სტადიაშია“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა დიმიტრი ნიკოლაძემ.

მისი თქმით, შექმნილია სპეციალური რუკები, რომლებზეც დატანილია 3700 წყლის ჭაბურღილის მონაცემები საქართველოში.

ჭაბურღილები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობდა. ზოგი მათგანი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს. თუმცა, ძირიტადი ბაზა უკვე შექმნილია. ჭაბურღილების 67 % აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო დასავლეთში - 33 %. მრავალფენიანი გრუნტის წყალობით წყალი ნატურალურად იფილტრება“, - აღნიშნა ნიკოლაძემ.

საქართველოში 2660 მდინარეა, სიგრძით 59 ათასი კილომეტრი, რომლებიც ხელს უწოყობენ გრუნტის წყლების განმეორებით ბუნებრივ წარმოქმნას... ჩვენ შეგვიძლია დღე-ღამეში 26 მლრდ ლიტრი წყალი ვაწარმოოთ. ეს ევროპული სტანდარტის ბუნებრივი პროდუქტია. სწორი მიდგომის შემთხვევაში შეგვიძლია შევქმნათ მატერიალური სიმდიდრე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ფეხზე სწრაფად წამოაყენებს“, - განაცხადა გიორგაძემ და აღნიშნა, რომ მიწისქვეშა გრუნტის წყლების საექსპლუატაციო მარაგი საქართველოში წამში 301 კუბ/მ-ს შეადგენს.

მისი თქმით, „რესურსების, თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების რაციონალური გამოყენება იძლევა უნიკალურ შანსს, ჩვენი ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს და უმოკლეს ვადებში ამაღლდეს მოსახლეობის კეთილდღეობა“.

ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ პროგნოზირებადი კრიზისის პირობებში საქართველოს წყლის რესურსი არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, არამედ დედამიწის მოსალეობის ნაწილსაც დააკმაყოფილებს.

დღეს პლანეტაზე 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ერთი ადმაიანის ბიოლოგიოური ნორმა დღეში 2-2.5 ლ-ს შეადგენს. გამოდის, რომ პლანეტას დრეში 17.5 მლრდ წყალი ესაჭიროება. ჩვენი გათვლებით, საქართველოს საექსპლუატაციო რესურსი 26 მლრდ ლიტრს შეადგენს. ამას 17.5 მლრდ ლიტრი რომ გამოვაკლოთ, 8.5 მლრდ დაგვრჩება“, - განაცხადა გიორგაძემ.

საწყის ეტაპზე, მისი თქმით, საჭიროა მოპოვების, დამზადებისა და მსოფლიო ბაზარზე ექსპორტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.

მისივე თქმით, სასმელი წყალი საქართველოში უნიკალურია მთელ მსოფლიოში და სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

წყლის კრიზისის ვადები, რომლებსაც ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ 2025 წლისათვის, შემცირდა და ახალი გათვლებით, კრიზისი 2015 წელს დადგება. 2015 წლიდან პლანეტის მოსახლეობის 2/3 – 4 მლრდ 700 მლნ კაცი სასმელი წყლის გარეშე დარჩება“, - განაცხადა გიორგაძემ.