პუბლიკაციები
ორმა თურქულმა კომპანიამ „ჩალიკ ჰოლდინგმა“ და „აჰლატჩი გრუპმა“ საქართველოს მთავრობასთან ხელი მოაწერეს შეთანხმებას 500 მლნ დოლარის ღირებულების სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე

1Turki-aqtual-3საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთი საქართველოს მის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებას შესთავაზებს, - განაცხადა შაბათს ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ იილდიზმა, - ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ორმა თურქულმა კომპანიამ „ჩალიკ ჰოლდინგმა“ და „აჰლატჩი გრუპმა“ საქართველოს მთავრობასთან ხელი მოაწერეს 500 მლნ დოლარის ღირებულების სამი ჰიდროელექტროსადგურის შენებლობაზე.

მინისტრის თქმით, ხელმოწერილი შეთანხმებები გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს.