პუბლიკაციები
,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის " დამფუძნებელი ელიზა აბელაშვილი თბილისში, ,,გლობალური დიასპორის კვირეულის" ფარგლებში, დიასპორულ ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

1Forum-saz-1-an-1-mtსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. 2014 წლის 13 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა აშშ-ს პირველი ლედის ჰილარი კლინტონის ინიციატივით დაარსებული ,,გლობალური დიასპორის კვირეულის" დიასპორული ეკონომიკური ფორუმი, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ჩატარდება. საქართველოში ფორუმი გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თაოსნობით.

კვირეულის გახსნას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (ფორუმი გაიხსნა პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლით), დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და სხვა ოფიციალური პირები, აგრეთვე დიასპორული საზოგადოებების წარმომადგენლები, მათ შორის - ახალდაარსწბული დიასპორული ორგანიზაცია ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის" დამფუძნებელი ელიზა აბელაშვილი.

,,ჩემთვის,როგორც დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის ამ შეკრების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე იყო აშშ სახელწიფო დეპარტამენტის დიასპორული პარტნიორობის სამმართველოს უფროს მრჩეველთან,საერთაშორისო დიასპორული ჩართულობის ალიანსის ( IDEA ) საპატიო წარმომადგენელთან - რომი ბათიასთან გასაუბრების საშუალება,რომელმაც სურვილი გამოთქვა ორგანიზაცია: ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგასთან" ითანამშრომლოს და დაგვეხმაროს ამავე ორგანიზაციის მესვეურებთან შეხვედრის მომზადებაში -ვაშინგტონში", -  განაცხადა „საქინფორმის“ კორესპონდენტთან საუბრისას ელიზა აბელაშვილმა.

„ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ პრესცენტრი

1Forum-saz-1-an-1-1 1Forum-saz-1-an-1-2