საზოგადოება
ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს ქალაქში შესასვლელი გზა 2 საათის განმავლობაში ბლოკირებული ჰქონდათ

1-kakulia-sazog-2საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ისინი ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერი დახმარებას დაპირდა, თუმცა მისი წინადადება აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის მონაწილეთა პრობლემებზე განმარტება გააკეთა ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ.

არ შეიძლება ასე დააყენონ საკითხი, რომ დღის ბოლომდე გვინდა ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი იყოს გადაწყვეტილი, იმ დროს, როდესაც არიან შეჭრილები ძალით ამ შენობაში. ფაქტობრივად, იქ დევნილია 5 ოჯახი, რომელთაც ამ დროისთვის ელექტროენერგია მიეწოდებათ. იმ ადამიანებმა, ვინც განახორციელეს ეს შეჭრა, მათ აქვთ ასეთი განწყობა, რომ მიიღონ თითოეულმა მრიცხველით ელექტროენერგიით ჩართვა, რათა ერთი ნაბიჯი იქნას გადადგმული მათი ამ შენობის დაკანონებასთან, ჩვენ კი ამაზე ვერ წავალთ",- განაცხადა კაკულიამ.