პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოსიაურის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და სვეტიცხოვლობის დღესასწაული კურსანტებს მიულოცა

1-Prez-polit-2საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გიორგი მარგველაშვილს საწვრთნელი ბაზა პირადად დაათვალიერებინა.
ბაზა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ახალწვეულები კი, რომლებიც სულ რაღაც ერთი კვირაა დაიწყეს სამხედრო სამსახური, არიან მხნედ. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ მომავალს”, - აღნიშნა სახელმწიფოს უმაღლესმა მთავარსარდალმა.

ახალგაზრდა სამხედროებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, ემსახურონ ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი მთავარსარდლის სტუმრობა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც სამხედრო სამსახურში იმყოფებიან, ადაპტაციის პირველი პერიოდი გავლილი აქვთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის  გარემოებაც, რომ ამ 469 სამხედრო მოსამსახურეს შორის არიან აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები, რუსები. თან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ იგრძნობა ერთგულება და სამშობლოს სიყვარული“, - აღნიშნა გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.