პოლიტიკა
აბაშიძე - ჯაფარიძეზე: "მგონი, დაბერდა და მუხრუჭებმა უმტყუნა"

1-Abash-polit-3საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩემთვის რომ დაერეკა და ეკითხა, გავცემდი პასუხს. მაგრამ, მგონი, დაბერდა და მუხრუჭებმა უმტყუნა," - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე თედო ჯაფარიძის მოწოდებას, არ წავიდეს კარასინთან შეხვედრაზე, რადგან რუსეთი აფხაზეთთან სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებით ახალ რეალობას ქმნის.

აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია ზურაბ აბაშიძისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი თედო ჯაფარიძის განცხადებით, რუსულ-აფხაზური გარიგების ფონზე, დიპლომატთა შეხვედრა აზრს კარგავს.