საზოგადოება
აბაშიძე: „კარასინთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ერთობლივი არმიის შექმნაზე რუსულ-აფხაზური შეთანხმება იქნება“

1-Abash-zura-saz-1საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში გაემგზავრა, სადაც ის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდება.

"ერთობლივი ჯარების შექმნა ერთ-ერთი მთავარი თემაა, რაზეც მინდა ვისაუბრო. უნდა მოვისმინოთ რა არის რუსეთის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კახეთისა და დაღესტნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ აქამდე არანაირი საუბარი არ გვქონია, მაგრამ თუ მათი მხრიდან იქნება ასეთი წინადადება, ჩვენ ამ ეტაპზე მოვისმენთ, შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას შევისწავლით, გავაანალიზებთ და დასკვნებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გამოვიტანთ," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გამგზავრების წინ.

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში, 18 ოექტომბერს არის დაგეგმილი.