საზოგადოება
„რუსეთში ქართველთა კავშირის“ ხელმძღვანელი: „სააკაშვილს სოჭში ჩამოსვლა განუზრახავს“

1-MISHA-sazog-3საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოჭში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ხუბუტიამ განაცხადა, რომ ამ დღეებში მას მიმართეს კითხვით, შეუძლია თუ არა დიასპორასთან ასეთი შეხვედრის ორგანიზება მაოხდინოს. მას არ უთქვამს, კონკრეტულად ვინ სთხოვა ამის შესახებ. თხოვნით ხუბუტიას მაშინ მიმართეს, როდესაც იგი ჟენევაში იმყოფებოდა. „მე პასუხისგან თავი შევიკავე და ვუთხარი, რომ ვიფიქრებდი. თუ სააკაშვილს რუსეთში ჩამოსვლა უნდა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს",- განაცხადა მან.

ამ განზრახვის დადასტურება ან უარყოფა თავად სააკაშვილისა და მისი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ჯერჯერობით არ მომხდარა. სოჭში ბევრი ეთნიკური ქართველი ცოხვრობს. სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება, ასევე ხშირად ჩადის უკრაინაში და იქ ახალ ხელისუფლებას კონსულტაციებს უწევს. საქართველომ იგი ძებნაში გამოაცხადა სამი ბრალდებით, რაც მას ხანგრძლივი პატიმრობით ემუქრება.