პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „დღეს დიდი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 155 წლისთავი შესრულდა!“
1-Osi-pol-2-an-2საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი: „დღეს დიდი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 155 წლისთავი შესრულდა! კოსტა ხეთაგუროვს უდიდესი წვლილი მიუძღვის ოსური კულტურის განვითარებასა და ქართულ-ოსური კულტურის დაახლოებაში. იგი თავად იყო ორივე კულტურის მატარებელი. ჩვენი თაობის ვალია, არ დავკარგოთ ის მონაპოვარი, რომელსაც კოსტა ხეთაგუროვმა ამ ერთობის შექმნით მიაღწია. 
ვულოცავ კოსტა ხეთაგუროვის იუბილეს მისი შემოქმედების ყველა დამფასებელს!“