პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით ერთიან სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს

1-Pravitelstvo-pol-2-an-2საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. აღნიშნული დავალება მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმი იქნება გამოყენებული. სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩაერთვება ხელისუფლების ყველა შტო. ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკითხისადმი კონსოლიდირებული მიდგომა სათანადო შედეგებს გამოიღებს.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაფართოებული ფორმატით გაიმართა. სხდომაზე, ასევე, განიხილეს 17 ოქტომბერს, „რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე“ პარლამენტის მიერ განცხადების მიღების შემდგომ განსახორციელებელი ნაბიჯები.