პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „მე და ჩემი გუნდი არ მივიღებთ არცერთ სიტყვას ადამიანისგან, რომელიც იყო დანაშაულებრივი სისტემის, ადამიანების გატაცებების, წამების, გაუპატიურების და მკვლელობების მთავარი შემოქმედი და დღეს ბრალდებულია ძალიან მძიმე დანაშაულებში!"

1-command-aqtual-3საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა სოფელ ბანძაში, მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა.

"მე ვთქვი, რომ ეს არის შემაშფოთებელი და დაუშვებელი. ჩვენ ძალიან მკაცრი შეფასება გავაკეთეთ ამის თაობაზე. ჩემს მიერ ნახსენები ე.წ თვითგამორკვევის ტერმინი ვითომ ვერ გაიგო სააკაშვილმა, რომლისგანაც მომდინარეობდა მთელი ის საშინელება, რაც ხდებოდა საქართველოში და მას მიეცა სპეკულაციის საგანი. თვითგამორკვევა არის ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. ეს გულისხმობს იმას, რომ აფხაზებს ყოველთვის ჰქონდათ ავტონომია და ჩვენ ვთავაზობთ ავტონომიას. ჩემი ნათქვამი გამგებმა კარგად გაიგო და ვერ გაიგო პროვოკატორმა და ავანტიურისტმა, რომელმაც დაგვაკარგინა კოდორი, უამრავი ტერიტორია, რომლის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი იყო 2008 წლის ომი და რომელმაც განაპირობა აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება რუსეთის მხრიდან. სწორედ ეს არის სააკაშვილი. ჩვენ, საუბედუროდ, გვიწევს სააკაშვილის მძიმე მემკვიდრეობის და მის მიერ დაშვებული უმძიმესი შეცდომებისგამოსწორება. მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ ორმა სახელმწიფომ უკან წაიღო ეს აღიარება, მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს ხუთმა სახელმწიფომ აღიარა. დღეს გამოდის და საუბრობს ავანტიურისტი კაცი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, რეალურად დაანგრია ქვეყანა",- განაცხადა პრემიერმა.