პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია DEMETER-AWE Holdings -ის დელეგაციას შეხვდა

1-Izrail-polit-1საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და  DEMETER-AWE Holdings -ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს, მათ შორის კლიმატური თვალსაზრისით. სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია”,-განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ ისრაელის გამოცდილება უდიდესი ღირებულების მატარებელია საქართველოსთვის.

«მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით,“ -დასძინა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ქართულ-ებრაული მეგობრობის იუბილეზე დასწრებისთვის.