საზოგადოება
ექიმებმა 450-გრამიანი ახალშობილის გადარჩენა შეძლეს

axalshobiliთელავის სამშობიარო სახლის ახალშობილთა რეგიონალური რეანიმაციის ექიმებმა 450-გრამიანი ახალშობილის გადარჩენა შეძლეს.  ახალშობილი ქარელის სამშობიარო სახლიდან თელავში გუშინ, გამთენიისას, კატასტროფის ცენტრის მანქანით გადაიყვანეს. ექიმების თქმით, გოგონა ინკუბატორშია მოთავსებული და სასიცოცხლო ფუნქციები აქვს. „ეს არის უნიკალური შემთხვევა. ახალშობილი ექსტრემალურად მცირე ზომისაა. 42 კვირის ნაცვლად 20 კვირისაა. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალშობილის გადარჩენა და გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა  თელავის სამშობიარო სახლის ახალშობილთა რეგიონალური რეანიმაციის განყოფილების ექიმმა რეანიმატოლოგმა პაატა შავაძემ. გოგონა მშობლების მესამე შვილია.