პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, იაპონიის მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდა

1-Japan-pol-1საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი.  ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გენერალურ მდივანთან სადაკაზუ ნატიგაკისთან შეხვედრისას საუბარი შეეხო პოლიტიკური პარტიების როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. მხარეები საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

შეხვედრისას ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა ის სამწუხარო რეალობა, რომლის წინაშეც საქართველო რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად დგას. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, მათ შორის, აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა და ყირიმის ანექსიაზე ისაუბრა.

ქართული მხრიდან შეხვედრას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.