სამართალი
ბაჩანა ახალაია, რომელსაც ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბაჩანა ახალაიას საბოლოოდ განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით.
გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა, რომელთაც ბრალი ედებოდათ სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით შეუფარდა თვისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ამინისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით ბრალდებულებს საბოლოდ მიესაჯათ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ და რომელსაც ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მეგის ქარდავას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით.