აქტუალური
ინვესტორებს ვადა გაუგრძელეს

tavisufali-zona-kobuletiსახელმწიფომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში სასტუმროების ასაშენებლად ინვესტორებს ვადა გაუგრძელა. ინვესტორებმა ტურისტულ ზონაში სასტუმროები 15 თვეში უნდა ააშენონ და არა 2011 წლის 1 აგვისტომდე, რაც აქამდე გაცხადებული იყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში საძირკველი ჩაყაროს, შემდგომ 6 თვეში შენობის კონსტრუქცია ააშენოს, ხოლო მომდევნო 5 თვეში სასტუმრო სტუმრების მისაღებად მოამზადოს. თუ ინვესტორი სასტუმროს მშენებლობასა და მოწყობას 15 თვეში ვერ მოასწრებს, მთავრობისგან დამატებით 3 თვის ვადას მიიღებს, მაგრამ, თუ 18 თვეშიც ვერ მოახერხებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მაშინ მთავრობა ინვესტორის წინააღმდეგ სანქციებს გაატარებს. შეგახსენებთ: სამთავრობო კომისიამ უკვე გამოავლინა 8 ინვესტორი, რომლებმაც ქობულეთში 15 სასტუმროს მშენებლობა უნდა დაიწყოს.