რელიგია
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო: „სააგენტოს პოზიციააა, რომ სახელმწიფოში თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველა რელიგიური გაერთიანების უფლება და მაქსიმალურად გათვალისწინებული თითოეულის ინტერესი“

1-agentstvo-aqt-1-rel-1საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტო ადიგენის რაიონის  სოფელ მოხეში განვითარებული  მოვლენების გამო განცხადებას ავრცელებს.

რადგან  აღნიშნული ძეგლის  წარმომავლობა და კუთვნილება გახდა დავის საგანი ადგილობრივ ქრისტიანულ და მუსლიმ მოსახლეობას შორის, საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ  კვლევასა  და შესაბამისად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიაჩნია, რომ  პრობლემა  უნდა მოგვარდეს კონსესუსის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და მოუწოდებს მათ შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება,  რათა  პროცესების ესკალაციამ არ  დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები“, - ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.