რედაქტორისგან
ჟურნალისტზე თავდამსხმელი დამნაშავე დაკავებულია - იგი მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, თავდაცვის ექსმინისტრი ბაჩანა ახალაიას თანამშრომელი და „თავისუფალი ზონის“ წევრი ავთანდილ კემულარია აღმოჩნდა!

1-Druzhok-red-Mსაქართველოს პოლიციამ ამჯერად ბრწყინვალედ იმუშავა - გუშინ, ამა წლის 23 ოქტომბერს, ზუსტად ერთი დღე-ღამის თავზე მას შემდეგ, რაც საქინფორმმა გაავრცელა ცნობა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტზე, უფლებათადამცველსა და ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიაზე განმეორებითი თავდასხმის შესახებ, შსს-მ დააკავა დამნაშავე - იგი მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, თავდაცვის ექსმინისტრი ბაჩანა ახალაიას თანამშრომელი და „თავისუფალი ზონის“ წევრი ავთანდილ კემულარია აღმოჩნდა, რომელმაც სიამაყით აღიარა ჩადენილი - მან ხომ „პუტინის კა-გე-ბეშნიკს“ ცემა!

 საქინფორმი იმედოვნებს, რომ ქარული სასამართლო არ გაითვალისწინებს ამ „საპატიო მიზეზს“ და ამჯერად მაინც გაამწესებს „თავისუფალი ზონის“ წევრ ავთანდილ კემულარიას არათავისუფალ ზონაში და „თავისუფალი ზონის“ წევრები - ფარნაოზ ჭკადუასა და დავით გოგოხიას მსგავსად, რომლებმაც ამა წლის 30 სექტემბერს დავითაიას ცემეს, შინ მშვიდობიანად არ გაუშვებს.

საქინფორმის რედაქცია
2014 წლის 24 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

1-Druzhok-1
1-Druzhok-2