პუბლიკაციები
ლადო სადღობელაშვილი: „მივმართავთ ხელისუფლებას,რომ გამოიყენოს კანონით მინიჭებული უმკაცრესი ზომები და ალაგმოს პუტჩისტები“

1-Lad-saz-2-Mსაქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ნაციონალური მოძრაობა გახლავთ რევანშისტთა ბანდა, რომლის მიზანია ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. ამის ნათელი დასტურია ეს ვიდეო (იხილეთ აქ), რომელზეც აღბეჭდილი არიან ახალაიების ბანდის წევრები, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბაზირებული იყო სამეგრელოს ტყეებში და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების და ამერიკის ელჩის უშუალო ჩარევის შედეგად ვერ მოახერხეს მათი გამოყენება ნაცებმა წაგებული არჩევნების ჩასაშლელად. ეს გახლავთ უშუალოდ ახალაიას დაქვემდებარებაში მყოფი ფორმირება, რომელიც დროებით გადასროლილია უკრაინაში... ერთგვარი მაპროვოცირებელი უნდა გახდეს ნაცმოძრაობისა და თავისუფალი ზონის მიერ დაგეგმილი ვითომ მშვიდობიანი აქციები, რომელიც მათი გეგმით უნდა გადაიზარდოს დარბევებში და მომიტინგეთა მხარდასაჭერად უნდა გამოჩნდნენ ეს შეიარაღებული ბანდის წევრები.

ჩვენ, "თავისუფალი თაობა", თავსაც გავწირავთ, რათა არ მივცეთ სააკაშვილ-ახალაიას ბანდას რევანშის შესაძლებლობა. დავირაზმოთ ყველა ნაცბანდის პროვოკაციების აღსაკვეთად“, – აცხადებს „თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი.

1-Lado-saz-2-1 1-Lado-saz-2-2
1-Lado-saz-2-4 1-Lado-saz-2-5
1-Lado-saz-2-6