პუბლიკაციები
„ძალადობა კანონის სახელით“, ანუ როგორ დაამკვიდრა სააკაშვილის მთავრობამ უუფლებობა საქართველოში - საქინფორმის რეპორტაჟი წიგნის პრეზენტაციიდან

1-Nasilie-obS-1-anსაქართველო, 3  ნოემბერი, საქინფორმი. 31 ოქტომბერს,  სასტუმრო „ვერე პალასში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კვლევების ცენტრმა“ წიგნის - „ძალადობა კანონის სახელით“ პრეზენტაცია გამართა. წიგნში  2003 – 2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების განსამტკიცებლად გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებებია თავმოყრილი. პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, იურისტები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

საქინფორმიგლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა დევდარიანს ესაუბრა:

ნანა დევდარიანი: სააკაშვილის მმრთველობის 9-წლიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოში ნელ-ნელა უუფლებობა დაკანონდა. „გლობალური კვლევების ცენტრს“ ჰქონდა იდეა, რომ 2003-2012 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე წიგნი გამოეცა, რაც შევძელით, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია და ერთი წიგნი ამას ვერ მოიცავს. სააკაშვილის მთავრობამ მთელი საკანონმდებლო  მასივი საკუთარ პარტიას მოარგო. თუ 2003 წლამდე ჩვენ ნორმალურ საკანონმდებლო გარემოში ვიყავით, სადაც ადამიანი კანონისა და სახელმწიფოს წინაშე დაცული იყო, ამ „რეფორმების“ შემდეგ სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. მთელი ძალა კანონის დონეზე მონოპოლიზირებულ იქნა სახელმწიფოს ხელში, ხოლო მოქალაქე დაუცველი - ამიტომ იყო, რომ ქვეყანაში პატიმრების და პრობაციონერების რაოდენობა ძალიან გაიზარდა - 300 000-მდე ადამიანი გაატარეს რეპრესიულ მანქანაში. ამ ყველაფერს საკანონმდებლო უზრუნველყოფა ჰქონდა და ნელნელა შევედით პრაქტიკულად უუფლებობის ზონაში.

წიგნში „ძალადობა კანონის სახელით“ ვეცადეთ  გაგვეანალიზებინა სისხლის სამართლის კანონმდებლობა, კონსტიტუცია, ნაწილობრივ შევეხეთ შრომის კანონმდებლობას, უსაფრთხოების სფეროს, საარჩევნო კანონს და სხვა... მე ვფიქრობ, ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის წიგნის ფორმით მიწოდება აუცილებელია ჯერ ერთი შეხსენებისათვის, რომ არავის დაავიწყდეს თუ რა ხდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საქართველოში, მეორე კი ის, რომ უკვე 2 წელია ახალი ხელისუფლება მოსულია ქვეყის სათავეში და ამ შეცდომების გასწორებას არ ჩქარობს. გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები შრომის და სხვა საკანონმდებლო აქტებში არის, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს რაც შეეხება, იქ ძალიან ბევრი ხარვეზია გასასწორებელი. ამიტომ მოვუყარეთ ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებებს თავი ერთ კრებულში და ყველა პარლამენტის წევრს გაეგზავნება იგი, რათა „ნაციონალებმა“ გაიხსენონ, თუ რა ჩაიდინეს, ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ნახონ, თუ რა შეცდომები და ხარვეზებია კანონმდებლობაში, რათა გამოასწორონ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „გლობალური კვლევების ცენტრი“ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და შემდეგი კრებულებით სრულად წარმოადგენს 9-წლიანი კანონშემოქმედებითი ტერორის სურათს.

1-Nasilie-obS-1-1
1-Nasilie-obS-1-2
1-Nasilie-obS-1-3