აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „გადავწყვიტე, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს ვეტო დავადო. ჩვენ უნდა გადავიდეთ სპეცსამსახურების ფუნქციონირების თანამედროვე დემოკრატიულ ფორმაზე“

1-RoZden-aqt-2-an-4საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი:

მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც ვიცოდი, რომ გვისმენდა КГБ, შემდეგ ვცხოვრობდი პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელშიც სახელმწიფოს გაძლიერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა უკანონო მოსმენები აქცია, შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ამ რეჟიმს გამოვუტანეთ განაჩენი. ეს ნიშნავს, რომ ორი წლის თავზე იმას, რაზეც მთელი საზოგადოება შეთანხმებულია და არის კონსენსუსი, უნდა ეყრდნობოდეს კანონიც...

ამდენად, მე მოვუწოდებ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი და გააკეთოს მთავარი - აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის, კრიმინოგენული საკითხების გადალახვა, საზოგადოების მაქსიმალური ნდობითა და ჩაბმულობით ხდება... ამით გადაიჭრება  ყველა ის პრობლემა, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ეს ნდობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა, შესაბამისად, მე ამ არგუმენტით ვადებ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს ვეტოს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას“. - განაცხადა გიორგი მაგრველაშვილმა.